წითელი მშრალი ღვინო დამზადებული კახეთში მოყვანილი საფერავის ჯიშის ყურძნისგან. ღვინოს აქვს ბროწეულისფერი შეფერილობა. არომატებზე შეიგრძნობა ალუბლის, მოცხარისა და მსუბუქი მუხის ტონები. ღვინოს გემოზე ახასიათებს სასიამოვნო, ძლიერი, ხავერდოვანი ტანინები და ხანგრძლივი გამყოლი გემო. მიირთვით ოთახის ტემპერატურაზე (18-20 გრადუსი) საქონლის ხორცთან ან მაგარ ყველთან ერთად.